ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო სკოლებში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სტუმრებმა სკოლები დაათვალიერეს და საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სასწავლო პროცესი ქობულეთის 50-ვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განახლდა. ახალი სასწავლო წლიდან 11 ათასი მოსწავლე მიიღებს საშუალო განათლებას, რომელთაგანაც 1 080 პირველკლასელია. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, პირველკლასელებს კომპიუტერები დაურიგდათ, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოების სრული პაკეტი გადაეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.