ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, ბიძინა ივანიშვილს ქართული ეროვნული ვალუტის გადასარჩენად 1 მილიარდი ლარის გაღებისაკენ მოუწოდებს.
,,გრძელდება ლარის კატასტროფა და ჩვენი ხალხის გაღატაკება. დედამიწის ზურგზე არ მოინახება სახელმწიფო, რომლის მილიარდერი ლიდერი მშვიდად უყურებდეს როგორ იქცევა ქვეყნის ეკონომიკა, ფინანსები და ამისთვის არაფერს აკეთებდეს. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, საკუთარი 14 მილიარდიდან, აგრეთვე თანაინვესტირების ფონდში მის მიერ მიზიდული 12 მილიარდიდან გამოყოს 1 მილიარდი ლარი, რაც გადაარჩენს ქვეყანას და მასაც ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს იმ ცოდვებს, რაც ერის და ბერის წინაშე კისერზე ადევს," განაცხდა დღევანდელ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.