ლევან იზორია: თავდაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, რომ თავდასხმის შემთხვევაში მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მტერს
15-09-2016, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომამ კარგ ატმოსფეროში ჩაიარა და პრაქტიკულად ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება.

 

 

მისი თქმით, შეხვედრა ეხებოდა თავდაცვის განვითარების სტრატეგიას.

 

 

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, თავდაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ შეძლოს საფრთხეების შეყოვნება და თავდასხმის შემთხვევაში მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მტერს.

 

 

„შეხვედრა ეხებოდა თავდაცვის განვითარების სტრატეგიას, მთავარი აქცენტია ის, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ვარშავის სამიტზე მიღებული საფრთხეების შეკავების სტრატეგიით. ასევე, აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმით, კერძოდ, საქართველოს მზადყოფნის პროგრამით. ორივე ამ დოკუმენტის მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მოხდეს მაქსიმალურად შეიარაღებული ძალების ისეთი მოდერნიზება, რომ იყოს საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, ჰქონდეს უნარი თავად გავუმკლავდეთ საფრთხეების შემთხვევაში მტერს, რომ დავიცვათ თავი, შევძლოთ საფრთხეების შეყოვნება და თავდასხმის შემთხვევაში მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მტერს. სტრატეგია არის თავდაცვაზე, საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, რათა პოტენციურ მტერს არ ჰქონდეს არავითარი სურვილი ასეთი შესაძლებლობების მქონე შეიარაღებულ ძალებზე, თავდასხმის განხორციელების“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი