მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
“მოგესალმებით ყველას, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და წარმატებული სასწავლო წელი გისურვოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც დღეს პირველად მიდიხართ სკოლაში, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო, აქ მიღებული ცოდნა კი ჩვენს ქვეყანას უნდა გამოადგეს,“– მიმართა მოსწავლეებს ალექსანდრე გრიგალავამ.
მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით, წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში 400-მდე პირველკლკასელი დარეგისტრირდა. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.