ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
15-09-2016, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ამირან ჯამბურიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოლეგ ფურელიანმა, რესურსცენტრის უფროსმა ბადრი ქარდავამ და ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

 


„ვიცით,რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობაა. სამინისტროს მიზანია ყველა მოსწავლემ, სადაც არ უნდა სწავლობდეს იგი, განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს. ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით ახალი სკოლები შენდება. ჩვენი მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლა რეაბილიტირებულია, თანამედროვედაა აღჭურვილი. სკოლებში ფუნქციონირებს სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტები და სხვა. ჩვენი მუნიციპალიტეტის გამგეობა ფინანსურ დახმარებას უწევს ყველა სკოლას პროექტების განხორციელებაში - პროგრამებისა და კონკურსების დაფინანსებაში. ეს ყველაფერი თქვენთვისაა ძვირფასო მოსწავლეებო და გისურვებთ წარმატებებს სწავლაში!“- მიმართა მოსწავლეებს ამირან ჯამბურიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი