ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საბავშვო ბაღების პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
15-09-2016, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ საბავშვო ბაღების პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 


გამგებელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პირველ და მესამე საბავშვო ბაღებში მივიდა და სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

 


როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, დღეის მდგომარეობით ქობულეთში 20 საბავშვო ბაღი მოქმედებს, სადაც 2 140 აღსაზრდელი ირიცხება და 398 ადამიანია დასაქმებული.

 

 

მათივე ცნობით, წელს, ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში დარეგისტრირებული 3 000-მდე განაცხადიდან სასწავლო პროცესში 750 აღსაზრდელი ჩაერთო. ბავშვების საბავშვო ბაღებში მიღება პრიორიტეტულად მოხდა. უპირატესობა სასკოლო ასაკის ბავშვებს მიენიჭათ. სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის მინზით მუნიციპალიტეტში წელს კიდევ სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი