თორბიორნ იაგლანდი: საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი ახლადარჩეულ პარლამენტში
15-09-2016, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

 

 

თორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ მადლობელია იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის არსებობს.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის მართლაც ეფექტური, ნაყოფიერი ურთიერთობა არსებობს. მისი თქმით, საჭიროა ამ თანამშრომლობის გაგრძელება და განვითარება ყველა მიმართულებით.

 

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენო არჩევნებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მრავალპარტიული დემოკრატია და მისი შენარჩუნება.

 

 

როგორც თორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი ახლადარჩეულ პარლამენტში.

 

 

მხარეებმა განიხილეს ასევე, რეგიონული საკითხები და ევროპაში არსებული გამოწვევები.

 

 

სტრასბურგში მიმდინარე ორდღიან ფორუმს ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

 

 

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე მსჯელობენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი