შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის „ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩინებულია“. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ტრამპის ექიმის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრამპმა მისი ექიმის, ჰაროლდ ბორნშტეინის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მისი ბოლო სამედიცინო შემოწმების შემდეგ არის დაწერილი.
სამედიცინო შემოწმების შედეგებში მითითებულია, რომ დონალდ ტრამპის სიმაღლეა 1.9 მეტრი, წონა 116 კილოგრამი, რაც, როგორც BBC წერს, მის სიმაღლესთან შედარებით ზედმეტი წონაა.
წერილი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტრამპის მოწინააღმდეგე, დემოკრატი ჰილარი კლინტონი პნევმონიის დიაგნოზის დასმისა და 11 სექტემბრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ნიუ იორკში შეუძლოდ გახდა და მკურნალობის შემდეგ დღეიდან საარჩევნო კამპანია განაახლა.
ორივე კანდიდატის ჯანმრთელობის მიმართ საზოგადოება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
„იგი იღებს ლიპიდის შემამცირებელ საშუალებას (როზუვასტატინს) და ასპირინის მცირე დოზას, იგი არ მოიხმარს თამბაქოს ნაწარმს ან ალკოჰოლს“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც ტრამპმა გამოაქვეყნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.