თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში პროფესორ ვაჟა კაკაბაძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. მწერალმა საზოგადოებას ორი ნაწარმოები - ,,ზღაპრის ფილოსოფია (ზღაპარი ჭკვიანი პატარებისათვის და სულელი დიდებისათვის)“ და ,,ზღაპრის ფილოსოფია 2 (ჭკვიანებო?! საზიზღარი შეიძლება იყოს ჭკვიანი?)“ წარუდგინა.
ნაწარმოებები ქართული თანამედროვე ლიტერატურის განსხვავებულ კატეგორიას მიეკუთვნება. ერის ისტორიული მსოფლმხედველობა, პოლიტიკა, რელიგია, მისტიკა - ასეთია მწერლის ის ახალი შერეული სტილი, რომელმაც უკვე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
პრეზენტაციას ქართველი მეცნიერები, სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მოსწავლეები, სტუდენტები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.