გოკა გაბაშვილი: მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომა
24-02-2015, 05:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში სახეზეა ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად პრეზიდენტს მიმართავს.

 

 

"ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ინტერესს. ხდება სწრაფი გაღარიბება ჩვენი მოქალაქეეების. ეს კრიზისი სახეზეა და ეს კრიზისი არის შედეგი მთავრობის უნიათობის, არაკომპეტენტურობის, გაუმართლებელი და დამღუპველი პოლიტიკის. ამ კრიზისის გათვალისწინებით, სასწრაფო ღონისძიებად მიგვაჩნია, რომ ჩატარდეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომა, რომელზეც უნდა მოვიდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე პრემიერიები, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, რათა პარლამენტმა იმსჯელოს ამ კრიზისულ ვითარებაზე და მოძებნოს გამოსავლის გზები", - განაცხადა გაბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი