შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1974 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, თბილისში დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე და 236-ე მუხლებით)", - ნათქვამია შსს–ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.