სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება - გავრცელების საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე არიან დაბარებული. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.
ჩანაწერის ნამდვილობას ორთავე, ნიკა გვარამიაც და პაატა ბურჭუალაძეც ადასტურებენ. გვარამია აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი Guardian.ge–სთან საუბრისას (სუს) ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.