საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, უმრავლეს შემთხვევაში უარყოფით პასუხს მიიღებენ
16-09-2016, 01:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, უმრავლეს შემთხვევაში უარყოფით პასუხს მიიღებენ.

 

 

მათივე ინფორმაციით, 2016 წლის 3 აგვისტოს ბელგიამ გამოაქვეყნა სია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების შესახებ, რომელშიც მოხვდა საქართველო. ბელგიის სამეფოს გარდა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც: საფრანგეთმა, ბულგარეთმა და ავსტრიამ.

 

 

”ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სრულად ინფორმირებული, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს საერთაშორისო არენაზე. გარდა ამისა, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარება ნიშნავს შემდეგს: ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ საქართველოში მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, უმრავლეს შემთხვევაში მიიღებენ უარყოფით პასუხს”, - აცხადებენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი