"რესპუბლიკური პარტია" პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა პარტიებთან მემორანდუმის გაფორმების შეთავაზებას ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტია" განცხადებას ავრცელებს.
”ჩვენ ყველა მსგავს ინიციატივას შევუერთდით წარსულში და მომავალშიც დავუჭერთ მხარს, მიუხედევად იმისა, ვინ არის ინიციატორი ან ხელმომწერი. რეალობა გვანახებს ვინ არის ამ პრინციპების ერთგული და ვისთვისაა ეს ერთდღიანი პიარაქცია. თუმცა ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას აკისრია”, - აცხადებენ ”რესპუბლიკურ პარტიაში”.
გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.
მთავრობის მეთაური გამოდის წინადადებით, იმ ადგილზე, სადაც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრაა დაგეგმილი, არ მივიდნენ სხვა ძალების წევრები და მათი მხარდამჭერები.
”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ყველა საარჩევნო სუბიექტს შესთავაზა, შეუერთდნენ მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში.
მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, მზაობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.