2020 წლამდე საქართველოში 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია იგეგმება
16-09-2016, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია მშენებლობა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს 1000 კმ-მდე საავტომობილო გზას, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რუმსში“, სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე.

 

 

პრემიერმა პრეზენტაციისას ისაუბრა, თუ რა პროექტების განხორციელებას გეგმავს საქართველოს მთავრობა 4 წლის განმავლობაში.

 

 

აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტობანის დასასრულებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში აშენდება შემდეგი მონაკვეთები: თბილისი-ლაგოდეხის ავტობანი: ლაგოდეხი – წნორი – ბაკურციხე (56კმ); ბაკურციხე – თბილისი - 80კმ მონაკვეთი, გურჯაანის შემოვლითი - თელავი 30კმ–იანი მონაკვეთი; ზემო ოსიაური - ჩუმათელეთი – 14 კმ მონაკვეთზე 4 ზოლიანი ავტობანი.

 

 

რიკოთის მონაკვეთი – ჩუმათელეთი–არგვეთა – რიკოთის უღელტეხილზე 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება 4-ზოლიანი 53-კილომეტრიანი ავტობანი, რისთვისაც გაიჭრება 40-მდე გვირაბი და აშენდება 90-მდე ხიდი. რიკოთის ავტობანის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება ხარაგაულის შემოვლითი გზა - ჩუმათელეთი - ხარაგაული - ძირულა (50კმ), ზესტაფონი - ქუთაისის - 4-ზოლიანი 15კმ–იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს და დასრულდება 2017 წელს. სამტრედია – გრიგოლეთი – აშენდება 51 კმ–იანი 4-ზოლიანი მონაკვეთი, დასრულდება მომავალ ორ წელიწადში; გრიგოლეთი - ჩოლოქი 14 კმ–იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს პროექტირება; ქობულეთის შემოვლითი გზა - მიმდინარეობს 18 კმ მონკვეთის მშენებლობა, ბათუმის შემოვლითი გზა – 14 კმ–იანი მონაკვეთი; ბათუმი (ჭოროხი) - სარფი 11 კმ–იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს პროექტირება; ასევე, აშენდება ანაკლიის და ფოთის პორტების ძირითად მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები: გრიგოლეთი - ფოთის 24 კმ–იანი მონაკვეთი, სამტრედია - ზუგდიდის შემოვლითი გზა, ანაკლიის პორტის გათვალისწინებით - 90 კმ.

 

 

აღმოსავლეთ–დასავლეთის ძირითადი მაგისტრალის გარდა შენდება თბილისი–წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულება: თბილისის შემოვლითი გზა - 55კმ ; რუსთავი - წითელი ხიდი 35 კმ; რუსთავი - სადახლო 40 კმ; სამივე პროექტზე მიმდინარეობს პროექტირება.

 

 

ამ მონაკვეთების აშენებით აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულებით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამედროვე სტანდარტების გზას: წითელი ხიდი - ანაკლია – მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. წითელი ხიდი - სარფი – მგზავრობის დრო შემცირდება 2 საათით.

 

 

წითელი ხიდი - ფოთი – მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 საათით. სადახლო - ანაკლია – მგზავრობის დრო შემცირდება 3 საათით. სადახლო- ფოთი– მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. სადახლო - სარფი– მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. ლაგოდეხი - ანაკლია– მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. ლაგოდეხი - ფოთი– მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. ლაგოდეხი-სადახლო - მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 საათით“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მისივე განმარტებით, მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე უნდა აშენდეს 730 კმ ახალი გზა.

 

 

„სრულად ყველა გზაზე მშენებლობა დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის. ამჟამად არსებული ორზოლიანი გზების ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებად მოდერნიზაციის შემდგომ გადაადგილების სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%-ით, მგზავრობის დრო შემცირდება საშუალოდ 50%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 4-ჯერ.

 

 

ჩვენ გვაქვს მცხეთა-ლარსის გზა, რომელიც არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განვითარება, ვინაიდან იგი მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ გამტარუნარიანობა ირანი/აზერბაიჯანი/სომხეთი-საქართველო–რუსეთის მიმართულებით.

 

 

დაგეგმილია თბილისი-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის მეშვეობით შეიკვრება წითელი ხიდი/სადახლო-თბილისი-ლარსის მიმართულება. აქ მოიაზრება: ნატახტარი-ჟინვალი 28 კმ-იანი მონაკვეთი; ჟინვალი - ლარსი, ქვეშეთი - კობის 20კმ-იანი მონაკვეთი და 5-დან 7კმ-მდე სიგრძის გვირაბი მთლიანობაში ჩრდილოეთ-სამხრეთ ავტობანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის: ლაგოდეხი-ლარსი –მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 საათით; ანაკლია-ლარსი –მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით; სარფი-ლარსი – მგზავრობის დრო შემცირდება 3 საათით;

ეს არის ძირეული გარდატეხა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებში,” - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

ამასთან მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ტურიზმის დისპროპორციის აღმოსაფხვრელად საჭიროა რეფორმა, რომ ყველა რეგიონში ტურიზმი გახდეს მიმზიდველი სფერო და მოსახლეობამ მიიღოს საფუძველი ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით.

 

 

სატრანზიტო–სატვირთო საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა ჩვენ ვგეგმავთ ტურისტულად საინტერესო საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოში მუდმივად იზრდება ტურისტთა რაოდენობა. მხოლოდ წელს ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა 18%–ით წინა წლებთან შედარებით. 2020 წლისთვის, არსებული ტემპით გაგრძელების შემთხვევაში გვეყოლება 8 მლნ ვიზიტორი.

 

 

2015 წლის მონაცემებით ტურისტთა თითქმის ნახევარი ეწვევა თბილისს, 40%–ზე მეტი ჩადის აჭარაში, 17% ქვემო ქართლში, მხოლოდ 13 პროცენტი მცხეთა–მთიანეთში და 7 პროცენტი კახეთში. სხვა რეგიონებში საერთო ნაკადის მხოლოდ 2–3 პროცენტი ჩადის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისპროპორცია აღმოსაფხვრელია და ამისთვის არის ეს რეფორმა, რომ ყველა რეგიონში ტურიზმი გახდეს მიმზიდველი სფერო და მოსახლეობამ მიიღოს საფუძველი ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით.

 

 

იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს ვითარება და ტურისტების სტაბილური ნაკადები შევქნათ ყველა რეგიონში, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ტურისტულად საინტერესო ახალი გზების აშენება: ხულო - ზარზმა 47 კმიანი 2-ზოლიანი მონაკვეთი.

 

 

ამ მონაკვეთის აშენებით შესაძლებელი იქნება თბილისიდან წალკის, ნინოწმინდა, ახალქალაქის–ასპინძის და გოდერძის უღელტეხილის გავლით, ზემო აჭარაში მოხვედრა და იქიდან ბათუმში გადასვლა. ამ მარშრუტის სიახლოვეს განლაგებულია ულამაზესი ტბები – ფარავნის და საღამოს ტბა, ფოკის და ზარზმის მონასტრები, სამცხე–ჯავახეთის ძეგლები როგორიცაა საფარა, რაბათი, ვარძია, ხერთვისი. ამავე გზით შესაძლებელი იქნება გოდერძის სათხილამურო კურორტზე ასვლა და 1,5 საათში ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე გასვლა.

 

 

ახალი გზა გააუმჯობესებს სხვადასხვა ტურისტული ადგილების მისაწვდომობას, რაც უდაოდ გამოიწვევს აღნიშნულ ადგილებში ახალი შეთავაზებების გაჩენას; ინვესტიციების მოზიდვას; შიდა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადის ზრდას და ყოველივე აქედან გამომდინარე - ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.

 

 

მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან აქტიური, კონკრეტული ნაბიჯები შერიგების პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, ეს ჰორიზონტალური მაგისტრალიც რეალობა გახდება და რამდენადმე გაზრდის საქართველოს მთიანი რეგიონების ხელმისაწვდომობას და ცხოვრების დონეს, ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 

 

ეს იქნება ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ გვირაბი. ამ გვირაბის აშენების შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილამდე, მთიანი რეგიონების გავლით მოგზაურობა. მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. ამ გზის და გვირაბის აშენების შემთხვევაში სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება. შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც, რაც გააუმჯობებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ეს კი გაზრდის ტურისტთა რაოდენობას წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და მესტიის და უშგულის გარდა დატვირთავს სვანეთის სამთო–სათხილამურო კურორტებს – თეთნულდს და ჰაწვალს. ბუნებრივია, შედეგად სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს.

 

 

ამავე ღერძის შესაკვრელად ასაშენებელი გვექნება დუშეთი–ახალგორი–ცხინვალის გზის მონაკვეთი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ გზის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც შერიგების პროცესის შედეგად, შევძლებთ, სრულად ჩავრთოთ ეს ინფრასტრუქტურა ქვეყნის მშენებლობის და განვითარების პროცესში.

 

 

ყარსი–ნინოწმინდა – ჯავა – ამ ღერძის პრაქტიკულად ყველა მონაკვეთი არსებობს. ოკუპაციის პრობლემის გამო შეუძლებელია ამ მონაკვეთების სრულად გამოყენება.

 

 

ასევე ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ღერძი – ახალციხე – მესტია ეს მარშრუტი ხელმისაწვდომი გახდება ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის და ასევე ბაღდათი - აბასთუმანი 60კმ-იანი ახალი მონაკვეთის აშენების შედეგად. ამ გზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ქუთაისი, შესაძლოა, პოტენციურად გახდეს თბილისის მნიშვნელობის ქალაქი - ფუნქციონალურად, ურბანულად განვითარდეს იმ დონემდე, რომ გახდეს ისეთივე მიმზიდველი, როგორც არის თბილისი, ცხოვრების თვალსაზრისით. ეს არის აბსოლუტური რეალობა, ვინაიდან, ამ მიამრთულებით განსაკუთრებულ ძალისხმევას ვგეგმავთ. ქუთაისის აეროპორტში, სექტემბრის ბოლოდან, ჩაირთვება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით და წვდომა ქუთაისისადმი გახდის მას კიდევ უფრო საინტერესოს ტურისტებისთვის, ბიზნესისა და კერძ სექტორის წარმომადგენლებისთვის. ახალი უნივერსიტეტი, სტუდენტური ქალაქი, რომელიც 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი და აშენდება ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთიათად გაზრდის ქუთაისისადმი ინტერესს და მისი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურბანული ცენტრის მნიშვნელობას.

 

 

შავი ზღვის ღერძი – სარფი–გაგრა. ეს გზა, შემოვლითი გზით შემოუვლის რამსარის ტერიტორიას, ვინაიდან, გარემოს დაცვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ეს ღერძი შეიკვრება ბათუმის, ქობულეთის შემოვლითი გზების, ჩოლოქი–გრიგოლეთი–ფოთის და სენაკი–ანაკლიას გზების აშენების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც ამ გზის აფხაზეთის მონაკვეთი ასევე ჩაერთვება ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების ამ დიდ მანქანაში, რომლის აშენებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშ ვგეგმავთ.

 

 

კიდევ ერთი ვერტიკალური ღერძი – თბილისი –ახმეტა - გურჯაანის შემოვლითი - თელავი (30კმ) გზის გაკეთების შემდეგ შეიკვრება ახალი საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეტა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტრანზიტო ფუნქციის განვითარების კუთხით და ქვეყნის აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ყველა ამ პროექტის შედეგად, საქართველო თანდათან ემსგავსება დაახლოებით გულს, რომელიც სრულად არის აღჭურვილი კორონარული არტერიებით, რომელიც მთლიანად კვებავს იმ ორგანიზმს, რომელსაც ჰქვია საქართველო და მის ყველა რეგიონში თანაბრად მიეწოდება სისხლი, ჟანგბადი და ყველა რეგიონის სუნთქვა ხდება აბსოლუტურად გამართული. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ვინაიდან იგი თვისობრივად, ხარისხობრივად, ფიზიკურად ცვლის საქართველოს, მისი რეგიონების ცოხვრების ხარისხს და თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე ექნება ზეგავლენა.

 

 

ამდენად ახალი გზები, ხიდები, გვირაბები შემქნიან ერთიან ჩონჩხს, რომელიც გააერთიანებს და შეკრავს ყველა რეგიონს. გახდის მგზავრობას უფრო უსაფრთხოს, რაც უმნიშვნელოვანესია, სწრაფს, ადვილს. გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, მათთვის უფრო ადვილი გახდება გადაადგილება, ასევე ხელმისაწვდომი გახდება ყველა ძირითადი სიცოცხლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

 

 

ახალი ინფრასტრუქტურის შედეგად შემქნილი ახალი ტურისტული მარშრუტები: ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 55 კილომეტრიანი გზა. და უნიკალური გზა სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ფშაველის 200კმ–იანი გზა, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებს. ეს იქნება ექსტრემლური ტურისტული გზა, რომელიც გარკვეულ ადგილებში ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე გაივლის და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნიკალური ლანდშაფტების და კულტურის გაზიარების საშუალებას მისცემს“, - დასძინა პრემიერმა.

 

კვირიკაშვილის შეფასებით, დიდი ტურისტული პოტენციალი აქვთ სატრანზიტო ავტომაგისტრალებსაც.

 

 

„გამომდინარე იქედან, რომ საერთაშორისო შემოსვლების 87.8% მეზობელ ქვეყნებზე მოდის, აღნიშნული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. ლიდერი ქვეყნები საერთაშორისო შემოსვლების მიხედვით არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები და სწორედ აღნიშნული ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს პროექტი.

 

 

არ შემიძლია არ ავღნიშნო ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც მიიღებენ რეგიონები ტურიზმის განვითარებიდან. 2020 წლისათვის საჭირო იქნება 40,000-ზე მეტი დამატებითი საწოლი ადგილი განთავსების საშუალებებში, რაც თავის მხრივ მოქმედებს დასაქმების მაჩვენებელზე და ქმნის 20,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს მარტო პირდაპირი წესით.

 

 

წრიული რეგიონული გზები - ახალი გზების გაჩენით დამატებით ეფექტს მივიღებთ – გაჩნდება ახალი ტურისტული მარშრუტები - წრიული მარშრუტები.

 

 

განუმეორებელი ეფექტის მოხდენა შესაძლებელი გახდება ისეთი გზების არსებობით როგორიცაა: ქუთაისიდან ქვემო სვანეთის გავლით ზემო სვანეთთან დაკავშირება და შემდგომ სამეგრელოს გავლით ქუთაისთან ან აჭარის რეგიონთან დაკავშირება, აჭარისა კი - სამცხესთან.

 

 

ან არანაკლებ საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეტა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რაც ვფიქრობთ, ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. რადგან ამ მარშრუტებზე არის უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც საინტერესო იქნება ქვეყნის წარმოჩენისთვის,” -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია მშენებლობა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს 1000 კმ-მდე საავტომობილო გზას, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა. შედარებისთვის, 2013-2015 წლებში აშენდა 84 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2006-2012 წლებში აშენდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.

 

 

”ხიდები - 2006-2015 წლებში აშენდა 150-მდე ახალი სახიდე გადასასვლელი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 300-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის 100-მდე სახიდე გადასასვლელი აშენდება მხოლოდ რიკოთის უღელტეხილზე.

 

 

გვირაბები - 2006-2015 წლებში აშენდა 6 საავტომობილო გვირაბი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 40 საავტომობილო გვირაბი.

 

 

დამატებით გაგრძელდება არსებული გზების რეაბილიტაცია. 2016-2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.

ყოველწლიურად სამშენებლო სამუშაოებზე საშუალოდ დასაქმდება 30-40 ათასამდე ადამიანი პირდაპირი გზით. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმაა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ გათვლებს; არის გათვლილი როგორც ფინანსურ, ასევე ადამიანურ, ადმინისტრაციულ რესურსზე და აბსოლუტურად რეალისტურია, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია, ზუსტად ვიცით, როდის რას ვიწყებთ, რა დროს უნდა დაიწყოს, რა დროს უნდა ჩაბარდეს და 2020 წლის ბოლოსთვის მთელი ეს რეალობა იქნება საქართველოში შექმნილი, რაც გარღვევა იქნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

 

კომენტარები: 16
#16   Louisa
      
References:


best Place to buy anabolic steroids online https://dzmariage.com/@oliverx9166382

alternatives To Anabolic steroids https://flixwood.com/@mylesmathew52?page=about

short term Steroid side effects https://openedu.com/@josefinamacbai?page=about

steroid pathways https://lovematch.com.tr/@salvatorehaywo

will steroids ever be legal https://www.besolife.com/@jacklynbreedlo

steroids for muscle gain http://modulysa.com/egbluis3227588

testosterone steroid for sale https://iinsaflix.com/@carynosburn21?page=about

natural bodybuilding vs steroids http://iskame.bg.cm/@kristinkitterm

steroids for cutting https://thedatingpage.com/@johnsonzinke2

post steroid Cycle therapy https://rightmeet.co.ke/@shantellleckie

winstrol Steroid side Effects https://instashare.net/karinagarrard5

Meaning Of anabolic https://hayhat.net/melissavna4306

how to get steroids in usa https://infotechllc.net/@gwwjerilyn851

How To Make Anabolic Steroids https://tube.denthubs.com/@abbyjarman855?page=about

jeff seid steroids https://djtime.ru/andypiesse3315

Kai greene before steroids https://kmiers.com/eqtelena723758

References:


https://www.liveactionzone.com/@koreycave29643?page=about
28 მარტი 2025 10:29
#15   Tabitha
      
Delaware waas the initial state to pass online casino legislatin back in 2012.


Feel free to surf to my website :: 토토사이트 검증
5 მარტი 2024 23:37
#14   Gladys
      
Hmm is anyone else having problems with the pictures on this blog loading?
I'm trying to determine if its a problem on my end or if it's the
blog. Any responses would be greatly appreciated.

Here is my web-site ... Edmund
4 მარტი 2024 13:52
#13   Verena
      
You have made some good points there. I looked on the web for more information about the issue and found most individuals will go
along with your views on this website.

Feel free to surf to my blog post ... Candra
4 მარტი 2024 13:45
#12   Abbie
      
Hi there, I think your blog might be having web browser
compatibility issues. Whenever I look at your site in Safari, it
looks fine but when opening in IE, it has some overlapping issues.
I simply wanted to give you a quick heads up!

Besides that, wonderful blog!

my web page; Dorothy
4 მარტი 2024 13:37
#11   Fern
      
Great article, just what I needed.

Also visit my web blog ... Consuelo
4 მარტი 2024 12:18
#10   Tegan
      
I read this piece of writing completely on the
topic of the difference of hottest and previous technologies, it's amazing article.


Here is my homepage: Leah
4 მარტი 2024 12:13
#9   Sam
      
Excellent post. Keep writing such kind of info on your site.
Im really impressed by it.
Hello there, You've performed a fantastic job. I will certainly digg it and personally suggest to my friends.
I am confident they will be benefited from this web site.

my webpage ... Gilberto
4 მარტი 2024 09:42
#8   Marisa
      
You may possibly also find free spins as reload bonuses for current bettors.


Here is my homepage - Online Betting
4 მარტი 2024 09:39
#7   Shanna
      
I loved as much as you'll receive carried out right here.
The sketch is tasteful, your authored material stylish.
nonetheless, you command get bought an shakiness over that you wish be delivering the following.
unwell unquestionably come more formerly again as exactly the same nearly a lot often inside case you shield this hike.


Take a look at my web page Valerie
4 მარტი 2024 09:38
#6   Spencer
      
It's in fact very complex in this full of activity life
to listen news on Television, so I simply use world wide
web for that purpose, and take the latest news.

Here is my webpage: Merissa
4 მარტი 2024 08:53
#5   Bennie
      
I know this website provides quality depending articles and
additional material, is there any other web page which provides such information in quality?


Feel free to visit my web blog - Harley
4 მარტი 2024 08:08
#4   Debra
      
Wonderful beat ! I wish to apprentice while you amend
your website, how can i subscribe for a weblog site?
The account helped me a appropriate deal. I were tiny bit acquainted
of this your broadcast offered bright clear concept

Also visit my website ... Maya
4 მარტი 2024 07:33
#3   Kristan
      
First of all I want to say wonderful blog! I had a quick question which
I'd like to ask if you don't mind. I was curious to know how you center yourself and clear your head before writing.
I have had difficulty clearing my mind in getting my ideas out.
I do take pleasure in writing but it just seems like the
first 10 to 15 minutes are generally wasted simply just trying
to figure out how to begin. Any ideas or tips?
Cheers!

my blog post - Aracely
4 მარტი 2024 06:41
#2   Tiara
      
The operator keeps new prospects engaged with a vast
gane library featuring iconic table games, preferred slots,
and progressive jackpots.

Here is my website ... 토토사이트
3 მარტი 2024 10:39
#1   Kamilla
      
Great post. I was checking continuously this blog and I am impressed!
Extremely helpful information particularly the last part :) I
care for such info a lot. I was looking for this particular info for a long time.
Thank you and good luck.

Also visit my blog Estera
29 თებერვალი 2024 14:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი