გიორგი კვირიკაშვილი: თბილისში ჩვენ 1 კვ.კმ-ზე გვყავს 2 207 მცხოვრები, ხევსურეთში - 1, მთელ თუშეთში ზამთარში კი მხოლოდ 30 ადამიანი რჩება
16-09-2016, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის - ”ქვეყნის სივრცითი მოწყობის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველოს გააჩნია რესურსი, გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რისთვისაც საჭიროა მისი არსებული მდგომარეობის რაციონალური გააზრება, სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება.

 

 

მან აღნიშნა, რომ დღეს წარადგენს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, რაც გულისხმობს ქვეყნის სივრცით მოწყობას.

 


”ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მოწყობის ხედვა, რომელსაც ახლავს კონკრეტული გეგმა. 70 ათასი კვადრატული კილომეტრია, სადაც ვცხოვრობთ და ვართ 3,72 მილიონი ადამიანი. ეს არის ტერიტორიითა და სიმჭიდროვით დაახლოებით ისეთი ქვეყნების მსგავსი, როგორიც არის ირლანდია, ლატვია, ლიტვა და ხორვატია. ქვეყნის შიგნით სიმჭიდროვის მაგალითები ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, თბილისში ჩვენ 1 კვ/კმ-ზე გვყავს 2207 მცხოვრები, ხევსურეთში - 1, მთელ თუშეთში ზამთარში კი მხოლოდ 30 ადამიანი რჩება და არანაირ სიმჭიდროვეზე საუბარი არაა. ქვეყნის ტერიტორიის 20 %, მოგეხსენებათ, არის ოკუპირებული, 60 % წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობებს მთიანი რეგიონების, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს. ქალაქები არის გადატვირთული, ხოლო სოფლებში მოსახლეობა კლებულობს”, - განაცხადა პრემიერმა.

 


როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მდიდარია ბუნებრივი პირობებით და რესურსებით, ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობით, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ ბაზრებთან სიახლოვით და რაც ყველაზე მნიშვნელოვნია, ნიჭიერი ადამიანებით.

 


”საქართველოს გააჩნია რესურსი, რომ გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა. ამისთვის საჭიროა მისი არსებული მდგომარეობის რაციონალური გააზრება, სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება. რეგიონებში მეტი ჟანგბადის, სისხლის მიწოდება და ერთნაირი პირობების, შესაძლებლობების შექმნა, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა.

 


ამისთვის საჭიროა შევქმნათ პირობები, რომ ხალხი დაუბრუნდეს მთას და სოფლებს. იქ შექმნას მატერიალური დოვლათი, რომელიც ადგილობრივ პირობებზე იქნება მორგებული და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზე ორიენტირებული.

 


ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისწავდომი უნდა გახდეს ისეთი სერვისები, როგორიც არის ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფასტრუქტურა. ხელი უნდა შეეწყოს მოსახლეობის დასაქმებას მშობლიურ რეგიონებში და ტურისტებს უნდა შეეძლოთ შეფერხების გარეშე ასვლა ნებისმიერ რეგიონში. საქართველოს ყველა რეგიონი და რაიონი უნდა გადავაქციოთ 4 სეზონიან საკურორტო მიმართულებად”, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის სივრცითი მოწყობით. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი