„გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის და გადაადგილებისთვის“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რუმსში“, სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, სივრცითი მოწყობის პროექტის განხორციელება ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინვესტიციების და განვითარებისთვის სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთელი საუკუნის სამყოფ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ...
ეს პროექტი ისტორიულ, ხარისხობრივ ცვლილებას მოახდენს ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს არის ძალიან რეალისტური გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ საარჩევნო კამპანიის პარალელურად. დარწმუნებული ვარ, არჩევნების დასრულების შემდეგ მოგვეცემა საშუალება, დავიწყოთ ამ გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება ,- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ სივრცითი მოწყობის პროექტი სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას, ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოების და სხვა სექტორების ინტეგრირებულ და ტერიტორიულ განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
„პროექტის თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი. მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათ შორის, იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა“,-თქვა მან და დასძინა, რომ სივრცითი მოწყობა ასევე ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას.
„პროექტი, ასევე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, მაღალმთიანი რეგიონების, დაცული ტერიტორიებისა და სხვა სეგმენტების განვითარებას“,-განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.