ზაზა ხუციშვილი: დარწმუნებული ვარ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა ისევ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს
16-09-2016, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და „ნაციონალურ მოძრაობს“ საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიებთან შედარებით, უფრო მეტი შანსები აქვთ.

 

 

როგორც ზაზა ხუციშვილმა Guardian.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამომრჩევლების უმრავლესობა, რომელსაც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს.

 

 

„რომელიც ჩამოვთვალე, ამათი შანსები სხვებთან შედარებით მაღალია. „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“. სხვებსაც აქვთ შანსები, მაგრამ ბოლო თვე ბევრს შეცვლის იმის მიხედვით, რომ ამომრჩევლები, რომლებსაც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, ვინც უფრო აქტიურად გადაწონის მათ. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასე აცხადებენ, მათი უმრავლესობა ისევ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც სხვა პარტიას დაუჭერენ მხარს“,-აღნიშნა მან.

 

 

რაც შეეხება კითხვას - „შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბებას თუ მას კოალიციურ რეჟიმში დასჭირდება კაბინეტის ფორმირება 8 ოქტომბრის შემდეგ?“ - ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ  ყველასთან, ვისაც  ქართველი ხალხი ნდობას გამოუცხადებს, „ქართულ ოცნებას“ ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა ექნება.

 

 

ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიესალმება თუ თუ  სხვა პარტიებიდან ერთი-ორი მინისტრის პოსტს დაიკავებენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.

 

 

„ვნახოთ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ბატონმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის არის ყველას პრემიერ მინისტრი. ზუსტად ასე ვფიქრობ, რომ ყველასთან, ვისაც გამოუცხადებს ქართველი ხალხი ნდობას, გვექნება ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა და მივესალმები, თუ  სხვა პარტიებიდან ერთი-ორი მინისტრის პოსტს დაიკავებენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი დემოკრატიისკენ, ასე ვფიქრობ“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი