სივრცითი მოწყობის პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია ძირითადად დონორი ორგანიზაციების თანხებით დაფინანსდება, ვინაიდან ქვეყნის ბიუჯეტი ასეთ დიდ ტვირთს ერთდროულად ვერ აიღებს, - აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გააკეთა.
”სივრცითი მოწყობა მოიცავს ყველაფერს. ეს არის იმის საშუალება, რომ მივიტანოთ ყველგან სისხლი და ჟანგბადი. ყველა იმ რეგიონში, რომელთანაც დღეს მიღწევა ცოტა ჭირს. ყველაზე დიდი დრო დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალს იმიტომ, რომ ყველაზე აქტუალურია ჩინეთიდან დასავლეთში და პირიქით ტვირთების გადაადგილება.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით აღმოსავლეთ-დასავლეთზე და ამ ბოლო პერიოდში დღეს ყველაზე მკაფიოდ გაჟღერდა ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩრდილოეთ-სამხრეთზეც, ანუ რუსეთის, ინდოეთის, ირანის, ერაყის და პაკისტანის დამაკავშირებელ არტერიებზე. რასაკვირველია, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე განვახორციელებთ ამ სამუშაოებს.
არის მზადყოფნა ჩვენი სამხრეთელი მეგობრებისა და მეზობლებისა, რომ იქიდან ავტობანი გავიდეს რუსეთში იმიტომ, რომ ინტერესი ამ რეგიონებს შორის და ეკონომიკური ურთიერთკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
2020 წლამდე საქართველოში 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია იგეგმება. აღნიშნულს ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტი ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "რუმსში" გამართა.
პრემიერის თქმით, სივრცითი მოწყობის პროექტი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია.
სივრცითი მოწყობის პროექტი სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას, ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოების და სხვა სექტორების ინტეგრირებულ და ტერიტორიულ განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი. მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათ შორის, იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.
ასევე, იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა. სივრცითი მოწყობა ასევე რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.