პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ინიციატივა, რომლითაც პრემიერ მინისტრი გამოვიდა, შეთანხმების კარგი შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაუშვას.
ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს შეუერთდნენ.
„ჩვენ ყოველთვის მძაფრად ვაკრიტიკებდით ყველა ტიპის ძალადობას. შესაბამისად, მივესალმეთ პრემიერის ინიციატივას ე.წ. სამშვიდობო მემურანდუმთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ დიალოგის პროცესში და შეუერთდნენ მემორანდუმს, რომელიც შესაძლოა არ იყოს ყველაფრის გარანტი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა მეტი შეთანხმებისა და დიალოგისაკენ, რომელიც ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშათ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, „ქართული ოცნება“ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.