ვახტანგ ძაბირაძე: თავად ივანიშვილი ამბობდა, როგორ ცდილობდა დავით ბაქრაძის გადმობირებას, ასეთი რაღაც გაგრძელდება და იქნება ყოველთვის
16-09-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დღეავნდელი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი არ მუშაობს და მხოლოდ "მარტივ საქმესთან", არა "ზეწოლასთან", არამედ "შეტავაზებასთან" გვაქვს საქმე და ასეთი ფაქტებს მომავალშიც ექნება ადგილი.

 

 

მან ამ კონტექსტში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანშვილის განცხადებაც გაიხსენა, რომლითაც გაირკვა, თუ როგორ ცდილობდა თავად ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის გადმობირებას. ამ საკითხზე ძაბირაძემ გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.

 


"დღეს რომ ვთქვათ სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი მუშაობს-თქო, ასე არ არის, ასეთი რამ არ ჩანს. რეპრესიას უნდა მომზადება, მანქანა უნდა იყოს აწყობილი, ხელისუფლებას კი ასეთი მანქანა ნამდვილად არ ჰყავს. უფრო მარტივადა საქმე - ზეწოლაზე კი არა შეთავაზებაზეა საუბარი. ადამიანები აკეთებენ არჩევანს იმის მიხედვით, ვინ რას სთავაზობს. ის, რაც ხდება იმ კოალიაციაში, ორივე ძალას - "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებსაც" აწყობს. ორივე ცდილობს დაიბრუნოს თავის ხმები. ასეთი ფაქტები იქნება იმიტომ, რომ ქვეყანაში არაფერი არ არის მოწესრიგებული. ზოგადად კი გადაბირებები, მოწინაღმდეგე პარტიის წევრის გადმოყვანა მიღებული და გავრცელებულია. ამაში რაიმე კრიმინალი არ არის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ და დაამატა:

 


"პრობლემა ჩნდება მაშინ, თუ ხდება დაშანტაჟება. არ მგონია, ამდენი ადამიანის დაშანტაჟება სახელმწიფომ მოახერხოს. ამიტომ მგონია, რომ ცალკეული შემთხვევები იქნება და ამას გამოიყენებენ პიარისთვისაც. 3 დღის წინ თავად ივანიშვილი ამბობდა, როგორ ცდილობდა დავით ბაქრაძის გადმობირებას. რა თქმა უნდა, ასეთი რაღაც გაგრძელდება და იქნება ყოველთვის. თუ პარტიას არ ჰყავს ისეთი ჯგუფი, რომელიც მყარადაა ჩამოყალიბებული თავის პოზიციაში, რა თქმა უნდა, მოხდება ასეთი ფაქტები. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო იწყებს სხვა პარტიების წევრებისა და პოლიტიკური ფიგურების დატერორებას. ასეთი ტერორი დღეს საქართველოში ნამდვილად არ არის".

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი