სივრცითი მოწყობის კონცეფცია იძლევა შესაძლებლობას უნიკალური მარშრუტები შეიქმნას ტურიზმის განვითარებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„პროექტის ძირითადი ღერძები არის საგზაო მაგისტრალები, ეს არის ის არტერიები, რომელთაც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩააქვს სისხლი და ჟანგბადი რეგიონებში და გვაძლევს შესაძლებლობას სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. როდესაც ჩვენ გვაქვს გზა, სატრანსპორტო პოტენციალი, რომელიც იძლევა კომუნიკაციის შესაძლებლობას, ეს ზრდის ეკონომიკას. თვითონ კონცეფცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, პრინციპულად ცვლის მთლიანად საქართველოს. ეს არის კონცეფცია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას უნიკალური მარშრუტები შეიქმნას ტურიზმის განვითარებისთვის. იგი მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხითაც, ვინაიდან მთლიანი რეგიონები იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არის მცირემიწიანი, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრების დაცვა და ეს იქნება გადაწყვეტილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სივრცითი განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ მთლიანი ქვეყანა როგორ, სად, რა შეიძლება განვითარდეს და სად ჩაიდოს ინვესტიციები“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.