„თავისუფალი ზონის“ წევრი: დავით ნარმანიამ ხელი მკრა, დაცვამ კი დარბაზი დაგვატოვებინა
16-09-2016, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში“ თბილისის მერის, დავით ნარმანიას 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე „თავისუფალი ზონის“ წევრებს - ბესო კალაძეს და ირაკლი ქომეთიანს დარბაზი დაატოვებინეს.

 

 

როგორც ბესო კალაძე აცხადებს, ისინი საპრეზენტაციო დარბაზში იმიტომ შევიდნენ, რომ  დავით ნარმანიასგან დედაქალაქში არსებულ საცობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით პასუხები მიეღოთ, თუმცა, მერის დაცვის წევრებმა მათ დარბაზი დაატოვებინეს.

 

 

ბესო კალაძის თქმითვე, ვიდრე ქომეთიანთან ერთად დარბაზიდან გაიყვანდნენ, თბილისის მერმა მას ხელი ჰკრა.

 

 

„ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და მსურდა მერის დღევანდელ ანგარიშს დავსწრებოდი, რადგან უშუალოდ მისგან მიმეღო პასუხები დედაქალაქში არსებულ საცობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც არ მომეცა. მერმა ხელი მკრა, დაცვამ კი დარბაზი დაგვატოვებინა“, - განაცხადა ბესო კალაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი