რატი ნამგალაძე: ამბროლაურში, სარეკლამო ბილბორდებიდან „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ბანერები ჩამოიხსნა
16-09-2016, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სამი სარეკლამო ბილბორდიდან, რომლის ფაქტობრივ მფლობელსაც სარეკლამო კომპანია outdoor.ge წარმოადგენს, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო სააგიტაციო ბანერები ჩამოიხსნა.

 

 

როგორც ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, რატი ნამგალაძემ Guardian.ge-ს განუცხადა, outdoor.ge-ს აღნიშნულ ადგილზე სარეკლამო ბილბორდის განთავსების ნებართვა არ გააჩნია და შესაბამისად, მასზე ბანერის განთავსებაც არაკანონიერია.

 

 

ნამგალაძის თქმით, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო სააგიტაციო ბანერების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

„ზუსტად რიცხვი არ მახსოვს. დაახლოებით 4-5 სექტემბერს განთავსდა ალბათ. ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატი გაიკრა, მეორე დღეს გაიკრა „ქართული ოცნების“. ჩვენ იმ დღესვე მივმართეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასაც“. დაახლოებით 3-4 დღის მერე ორივე ბანერი მოიხსნა“,-აღნიშნა ნამგალაძემ და დასძინა, რომ წინასაარჩევნო სააგიტაციო ბანერების ჩამოხსნის გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა, „ქართულ ოცნებას“ კი მომხდარი ფაქტი არ გაუპროტესტებია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი