მთავარმა პროკურატურამ ორი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
16-09-2016, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა  ორი მსჯავრდებულის: პოლიტპატიმარ ზაურ მაკარაძის და მოქალაქე ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. 

 

 

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

 

 

„ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ზაურ მაკარაძე გასამართლებულ იქნა და იხდიდა სასჯელს წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების გამო. ხოლო  ბეჟან ბეჟუაშვილი გასამართლებულ იქნა სამშენებლო კომპანია „მშენებელი XXI საუკუნის“ დამფუძნებლებთან ახლო მეგობრული ურთიერთობის გამო, რომელთაც პროკურატურის მოთხოვნით უკანონოდ დაათმობინეს 2 საცხოვრებელი ბინა.

 

 

პოლიტპატიმარმა ზაურ მაკარაძემ 2011 წელს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დატოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგები, გაწევრიანდა პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართულ ოცნებაში“ და აქტიურად ჩაერთო პარტიულ საქმიანობაში.

 

 

2012 წლის 26 მარტს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ მდებარე გადასასვლელ ხიდთან ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ზაურ მაკარაძე დააკავეს იმ საფუძვლით, რომ თითქოს იგი ქურთუკით უკანონოდ ატარებდა ხელყუმბარას და გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში.

 

 

ზაურ მაკარაძეს წარედგინა ბრალდება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა N8 საპყრობილეში. საპატიმროში მის მიმართ სისტემატიურად ხორციელდებოდა ზეწოლა იმ მოთხოვნით, რომ ზაურ მაკარაძეს გამოძიების წინაშე ეღიარებინა და დაეწერა, თითქოს ის აპირებდა პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხელყუმბარის აფეთქებას, რაზედაც იგი კატეგორიულ უარს ამბობდა.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 07 სექტემბერის განაჩენით ზაურ მაკარაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. საპატიმროდან ზაურ მაკარაძის გათავისუფლება მხოლოდ 2013 წლის იანვარში მოხერხდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის  დადგენილებით, იგი ცნობილ იქნა პოლიტიკურ პატიმრად. 

 

 

ახალი გამოძიებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ზაურ მაკარაძე ისე დააკავეს, რომ მის მიმართ გამოძიებაც არ იყო დაწყებული და მხოლოდ მისი დაკავების შემდეგ შეიქმნა ყალბი მტკიცებულებები, რომლებზეც მოხდა თარიღისა და დროის აღმნიშვნელი რეკვიზიტების გაყალბება და რომელიც შემდგომ გახდა მისი მსჯავრდების  საფუძველი. გარდა ამისა, ახალი გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული იქნა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ ზაურ მაკარაძის მხრიდან საბრძოლო მასალის ფლობის ან ტარების ფაქტს.

 

 

რაც შეეხება ბეჟან ბეჟუაშვილს, გამოძიებით დადგინდა, რომ ამ უკანასკნელს ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა სამშენებლო კომპანია „მშენებელი XXI საუკუნის“ დამფუძნებლებთან -მერაბ ლურსმანაშვილთან და ნუგზარ ბარბაქაძესთან, რომელთა საქმიანობაც იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. 

 

 

ამ მიზეზით, 2010 წლის 06 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ  ბრალდებულის სახით დააკავა სამშენებლო კომპანია  ,,მშენებელი XXI საუკუნის“  დირექტორი და დამფუძნებელი მერაბ ლურსმანაშვილი და ნუგზარ ბარბაქაძე, რომელთაც ედავებოდნენ  მშენებლობის პროცესში ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბებას და მათ უკანონოდ გამოყენებას.

 

 

გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკავებული მშენებლები აიძულეს უკანონოდ დაეთმოთ წყნეთის გზატკეცილი 39-ში მდებარე მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დიდი ხნით მოუწევდათ ციხეში ყოფნა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად, ისინი იძულებული გახდნენ 2 საცხოვრებელი ბინა გადაეფორმებინათ სახელმწიფოსთვის.

 

 

პროკურატურის მხრიდან მშენებლების დაკავებას და ბინების ჩამორთმევას წინ უძღოდა მათი ახლობლის და მათთან დაკავშირებული პირის ბეჟან ბეჟუაშვილის თაღლითობის ბრალდებით დაკავება, რომელიც საჯაროდ გამოხატავდა უკმაყოფილებას იმჟამინდელი ხელისუფლების მისამართით.

 

 

ბეჟან ბეჟუაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, ამ უკანასკნელმა ,,მშენებელი XXI საუკუნის“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოტყუებით გაყიდა ამხანაგობის კუთვნილი ბინა და მიღებული თანხა თითქოსდა თაღლითურად მიითვისა.

 

 

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ხსენებული ორივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

 

 

რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას  მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე,  ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების და განაჩენის გადასინჯვის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის საფუძველზე, პროკურატურამ უკვე შვიდი მოქალაქის მიმართ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება.

 

 

პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით. შეკრებილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე დეპარტამენტი პერიოდულად წარსდგება საზოგადოების წინაშე“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 90
#90   Margaret
      
References:


Payid pokies reviews instant withdrawal payid pokies
2 ოქტომბერი 2026 19:51
#89   Marilynn
      
References:


1 dollar payid pokies payid pokies withdrawal
1 ოქტომბერი 2026 00:51
#88   Claire
      
References:


Best payid pokies sites online pokies
pay id
30 სექტემბერი 2026 07:45
#87   Brodie
      
References:


How to play pokies with payid online casino
payid pokies
30 სექტემბერი 2026 01:51
#86   Caitlyn
      
References:


Payid pokies sign up bonus https://hedgedoc.ludos-disciplinarum-misi.fyi/
29 სექტემბერი 2026 14:51
#85   Bernd
      
References:


Payid online pokies aussie pokies payid

References:


Payid pokies sites new payid pokies
29 სექტემბერი 2026 05:57
#84   Scot
      
References:


Payid pokies no deposit bonus https://becariosdigitales.com
27 სექტემბერი 2026 11:23
#83   Randal
      
References:


Sofort Casino Einzahlung mobile casino sofortüberweisung
24 სექტემბერი 2026 15:59
#82   Alison
      
References:


Mobile casino sofortüberweisung 88m2.com
24 სექტემბერი 2026 14:07
#81   Clair
      
References:


Online slots sofortüberweisung http://bbs.91tata.com/?16701506
23 სექტემბერი 2026 08:52
#80   Holley
      
References:


Sofortüberweisung Auszahlung Casino sofort casino
ohne oasis
23 სექტემბერი 2026 03:07
#79   Chun
      
References:


Live casino sofort http://ua-ds.com.ua
22 სექტემბერი 2026 14:22
#78   Gabrielle
      
References:


Online casino sofort casino mit sofort ohne oasis
22 სექტემბერი 2026 10:37
#77   Kandy
      
References:


Sofortüberweisung Echtgeld Casino https://bookmarkzones.trade
22 სექტემბერი 2026 06:57
#76   Kathryn
      
References:


Casino mit sofort bonus https://topsitenet.com
22 სექტემბერი 2026 02:50
#75   Chet
      
References:


Neosurf prepaid card casino australia australian online casino neosurf deposit
20 სექტემბერი 2026 02:05
#74   Alberta
      
References:


Payid deposit online pokies comsenz-service.com
19 სექტემბერი 2026 11:47
#73   Christen
      
References:


BPay casino reviews Australia bpay casino pokies bonus
19 სექტემბერი 2026 07:34
#72   Arielle
      
References:


Real money payid online pokies online pokies pay
id
18 სექტემბერი 2026 17:09
#71   Zane
      
References:


Payid casino online pokies xjj3.cc
16 სექტემბერი 2026 00:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი