დავით ნარმანია: 2014-2016 წლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 85 119 000 ლარი დაიხარჯა
16-09-2016, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, 2014 წლიდან 2016 წლის საანგარიშო პერიოდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 2,874 402 მ2 ფართობზე ჩატარდა, ჯამური ღირებულებით 85 119 000 ლარი.

 

 

თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში სამუშაოები ჩატარდა 58 ობიექტზე, ჯამური ღირებულებით 33 382 000 ლარი. მათ შორისაა პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა, ასევე განხორციელდა აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქცია, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი შემოვლითი გზის 12 კმ-იანი მონაკვეთი.

 

 

„გაიხსნა სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზა, რომელიც ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ორკილომეტრიანი გზა თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაზიანებული, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. კრწანისის მიმართულებით შენდება მთაწმინდის მიმდებარე დასახლებების თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზა. მიმდებარე სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ საგრძნობლად დაიტვირთა სოლოლაკის ვიწრო ქუჩები. შესაბამისად, მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულების გაჩენა. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა არსებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან მოხსნის. ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაგები-წყნეთის 12 კმ.-იან გზას. განხორციელდა ბარათაშვილის, გულიას და დიღმულას ხიდების რეკონსტრუქცია, რაც ფაქტობრივ აუცილებლობას წარმოადგენდა. ამასთან, ზაჰესის ხიდი, ანუ ჭედიასა და შუშის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა; მეტეხის საგვირაბე კომპლექსის გაყოლებაზე ავარიული ხიდების რეაბილიტაცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

თბილისის მერის თქმით, თბილისის ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩატარდა 316 ობიექტზე, რომლის ღირებულებამ 35 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, საპროექტო დოკუმენტაცია კი მომზადდა 149 პროექტისათვის, ჯამური ღირებულებით 4,5 ლარზე მეტი.

 

 

ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელდა დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების დემონტაჟი. აღდგა გზები, აშენდა საყრდენი კედლები, მოეწყო ახალი ხიდი მზიურის მიმდებარედ, განხორციელდა გვირაბების და სათავისების რეაბილიტაცია, სკვერებისა და მოედნების აღდგენა. თბილისის მერის თქმით, 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჯამში 90 000 000 ლარი დაიხარჯა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი