"რთველი 2016"-ის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდიის გაცემის პროცესი დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მევენახეები, რომლებმაც ღვინის კომპანიებს ყურძენი 15, ან უფრო მეტი დღის წინათ ჩააბარეს, კუთვნილი სუბსიდიის თანხის მიღებას უკვე შეძლებენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მევენახეებმა კუთვნილი სუბსიდიის მისაღებად ბანკებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 დეკემბერისა უნდა მიმართონ.
„დაიწყო სახელმწიფო სუბსიდიის გაცემის პროცესი, რაც ნიშნავს, რომ მევენახეს, რომელსაც ყურძენი ჩაბარებული აქვს 15 დღის წინ, ან უფრო ადრე, შეუძლია მიმართოს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს და მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღოს კუთვნილი სახელმწიფო სუბსიდია. მინდა შევახსენო მევენახეებს, რომ ამ თანხის მიღება მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 დეკემბრისა“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 16 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 11,4 ათასი ტონა რქაწითელი, 12,8 ათასი ტონა საფერავი, 1,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.