ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „სილიკონ ველი თბილისი“ არის კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი.
მისივე შეფასებით, 18 მილიონი ლარის ინვესტიციები განხორციელდება ამ პროექტში მომდევნო 6 წლის მანძილზე, ხოლო 6 მილიონის - პირველი სამი წლის მანძილზე.
„ეს იქნება უნივერსიტეტი, სადაც 2 200-ზე მეტმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს და სკოლის ნაწილში 450-ზე მეტმა მოსწავლემ. ძალიან კომპლექსური უნივერსიტეტია, წარმოდგენილია, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება, ასევე მედია, ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ გვჭირდება სწავლა, ცოდნა. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება დღეს, ეს არის კარგად მომზადებული კადრები ყველა მიმართულებით და მით უმეტეს ტექნოლოგიური მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ უნივერსიტეტის ოფიციალური გახსნა იყო”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-ში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა. „სილიკონ ველი თბილისი“ IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.