ნიკო ლეკიშვილი დავით ნარმანიას პრეზენტაციაზე მისულ „თავისუფალი ზონის“ წევრებზე: მე იქვე ახლოს ვიჯექი და კარგად დავინახე ყველაფერი, არ დამინახავს, რომ ვინმემ ვინმეს ხელი ჰკრა
16-09-2016, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში“, თბილისის მერის, დავით ნარმანიას 2014-2016 წლებში საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტს „არეულობის შეტანის მცდელობად“ აფასებს თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილას თავად იმყოფებოდა.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ნიკო ლეკიშვილმა განუცხადა, „თავისუფალი ზონის“ წევრები პრეზენტაციის დარბაზში ხმამაღალი საუბრით შევიდნენ და მოხსენების დაწყებამდე ცდილობდნენ შეკითხვების დასმას ნარმანიასთვის. რაც მისივე შეფასებით, „არასწორი და არაკორექტულია“.

 

 

„დასწრებოდნენ პრეზენტაციას, მოესმინათ მერისთვის და შემდეგ დაესვათ კითხვები, ეთქვათ რა მოსწონდათ და რა - არა. მათ შეკითხვების დასმა კი არა, არეულობის შეტანა სურდათ - ეს ჩემი აზრია“, - აცხადებს ნიკო ლეკიშვილი.

 

 

Guardian.ge-ს კითხვაზე, „თავისუფალი ზონის“ წევრი ბესიკ კალაძე აცხადებს, რომ მას ნარმანიამ ხელი ჰკრა, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი, ლეკიშვილი პასუხობს:

 

 

„მე არ დამინახავს, რომ ვინმემ ვინმეს ხელი ჰკრა. ვისხედით სკამებზე, ველოდებოდით პრეზენტაციას, სწორედ ამ დროს შემოვიდნენ. მე იქვე ახლოს ვიჯექი და კარგად დავინახე ყველაფერი. შემოვიდნენ, დაიწყეს ხმამაღალი საუბარი - ახლავე გაგვეცი პასუხი - იძახდნენ. პრეზენტაცია დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა და 200-მდე ადამიანი ესწრებოდა.

 

 

ხალხმა დასვა კითხვები ჩვეულებრივად პრეზენტაციის შემდეგ და მათაც შეეძლოთ ასე მოქცეულიყვნენ. ჯერ კაცს პრეზენტაცია არ გაუეკთებია და შეკითხვებს სვამ, საუბრობ ხმამაღლა. სწორედ ამიტომ, დაცვამ მათ დარბაზი დაატოვებინა“, - აღნიშნა ნიკო ლეკიშვილმა.

 

 

„თავისუფალი ზონის“ წევრი ბესიკ კალაძე აცხადებს, რომ ირაკლი ქომეთიანთან ერთად საპრეზენტაციო დარბაზში იმიტომ შევიდა, რომ დავით ნარმანიასგან დედაქალაქში არსებულ საცობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით პასუხები მიეღოთ, თუმცა, მერის დაცვის წევრებმა მათ დარბაზი დაატოვებინეს.

 

 

კალაძის თქმით, ვიდრე ქომეთიანთან ერთად დარბაზიდან გაიყვანდნენ, თბილისის მერმა მას ხელი ჰკრა.

 


„ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და მსურდა მერის დღევანდელ ანგარიშს დავსწრებოდი, რადგან უშუალოდ მისგან მიმეღო პასუხები დედაქალაქში არსებულ საცობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც არ მომეცა. მერმა ხელი მკრა, დაცვამ კი დარბაზი დაგვატოვებინა“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი