„საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტი, რომელიც მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ქვეყანაში დამატებით, დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გულისხმობს“, - როგორც პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს არის, როგორც სახელმწიფო, სუვერენული ფული, ასევე კერძო სექტორიდან მოზიდული თანხა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს სივრცითი მოწყობა, გულისხმობს საქართველოს ყველა რაიონსა თუ სოფელში ერთ დონეზე ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფას, ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობას, რათა ყველა რეგიონს, რაიონსა თუ სოფელს ერთნაირად მიეწოდებოდეს ის მომსახურებები, რომელსაც სახელმწიფო მოსახლეობასა და კერძო სექტორს აწვდის.
„ეს გულისხმობს, პარტნიორობის მოდელების მეშვეობით, ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას - ფიზიკურ, თვისობრივ და ხარისხობრივ ცვლილებას, თანამედროვე, ევროპულ, ინფრასტრუქტურულად, სერვისებით, ელექტრომომარაგებით გამართულ სახელმწიფოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმაა და მოხარული ვარ, რომ მისი განხორციელების დასაწყისში ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული გეგმა“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.