ბოლნისში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება, ფოთში კი - საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი საწარმო
16-09-2016, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება.

 

 

როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება, რისთვისაც სახელმწიფო კომპანიას, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში 10 650 კვმ მიწის ნაკვეთს გადასცემს. კომპანია 10-მდე ადამიანს დაასაქმებს.

 

 

ქალაქ ფოთში კი, საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება და ამ მიზნით, კომპანია 9 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 1000 ადამიანი დასაქმდება.

 

 

„ეს არის ძალიან მსხვილი, საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი კომპანია და მას სიმბოლურ ფასად გადაეცემა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, რომლებიც დღეს უვარგისია, თუმცა კომპანია მათ განახლებას და იქ ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კიდევ ერთ კომპანიას კი, რომელმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე შექმნა მეფრინველეობის კომპლექსი, საწარმოს გაფართოების მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე 1,4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი