პაატა ბურჭულაძე შსს-ში დაკითხვაზე შესვლამდე: ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, ეს არ არის სუს-ის ამბავი, ეს არის КГБ-ს ქმედება
16-09-2016, 08:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება.

 

 

ბურჭულაძის დაკითხვა მისი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ამსახველ აუდიოჩანაწერს ეხება.

 

 

როგორც პაატა ბურჭულაძემ დაკითხვაზე შესვლამდე აღნიშნა, ყველაფერი, რაც მისი პარტიის ირგვლივ ხდება, ყველა ზღვარს გასცდა.

 

 

„მე ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, ეს არ არის სუს-ის ამბავი, ეს არის КГБ-ს ქმედება, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში და უკვე მალე დაწესდება ოფიციალურად. ეს არის ზღვარი, რომელიც გადაკვეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და რომლის გაგრძელებაც აღარ შეიძლება”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

დღესვე შსს-ში ნიკა გვარამიას ელოდებიან.

 

 

ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე  მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.          

 

 

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.       

        

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი  ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.              

 

 

სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი