პრემიერმა სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის კახიშვილს მადლობა გადაუხადა
16-09-2016, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თვისობრივი ცვლილება სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის დონისა და საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პატიმრობის კოდექსსა და მის თანამდევ კანონებში ცვლილებების პაკეტი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა მინისტრ კახა კახიშვილს, ამ მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა.

 

 

ცვლილებების თანახმად, საქართველოში მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება; სრულწლოვანი მსავრდებულებისთვისაც ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; იცვლება უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა სასჯელის გადასინჯვის მექანიზმები და შემოდის შემდგომი, შესაძლო გათავისუფლების მექანიზმი და ა.შ.

 

 

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილებებია“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრს, ამ ცვლილებების დანერგვის პროცესში, წარმატება უსურვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი