ხობში XIII-XIV საუკუნეებში აშენებული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
16-09-2016, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ხობში დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული  ისტორიული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუშაობა 2015 წლის მიწურულს დაიწყო და მალევე მიწისქვეშ აღმოაჩინა უძველესი ნაგებობების ფრაგმენტები, რომლთაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სწავლობს.

 

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ხობის მონასტერი აშენებულია XIII-XIV საუკუნეებში. იგი შემოსაზღვრულია გალავნით, რომლის დასავლეთ ნაწილში ჩაშენებულია ორსართულიანი სასახლე, რომელიც  სანახევროდ დანგრეულია და შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლების ნაწილები. პროექტი ითვალისწინებს სასახლის სრულ რეაბილიტაციას - აღდგება მორღვეული კედლები, სართულშუა გადახურვა, ორქანობიანი კრამიტის სახურავი. სართულებზე მოეწყობა იატაკები და კარ-ფანჯრა.   

 

 

სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.  

 

 

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის   შენარჩუნების საკითხს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. 

 

 

„რეაბილიტაცია არა მარტო უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას, არამედ ხელს შეუწყობს ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას“,-აღნიშნავენ უწყებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი