რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის განცხადებას ეხმაურება.
პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს რუსეთის უშიშროებასთან და სწორედ ამ ურთიერთობების დამსახურება და შედეგია ის ფარული ჩანაწერი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა, ჯავახიშვილი პასუხობს: "ნუ გაგიკვირდებათ, წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ".
ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ეთანხმება მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ნიკა გვარამია-პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში შედის.
„ნახევარი საბჭოთა კავშირის პერიოდში ვიცხოვრე და მაშინაც კი არ მქონია საბჭთა კავშირის სპეცსამსახურებთან ოდნავი შეხებაც კი, ახლა შეიძლება ეს ვინმემ დამაბრალოს? როდესაც ჩვენები საუბრობენ, რომ ეს მათ(ნაციონალური მოძრაობის) ინტერესებშია, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს რამეს ვაბრალებთ. ვთვლი, რომ კორექტული განცხადება გაკეთდა და მეც ვეთანხმები, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.