ბათუმის მერის მრჩეველი: არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ​სანიაღვრე-სატუმბი ნაგებობის აშენებაა დაგეგმილი
16-09-2016, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიური ნალექის დროს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობა ქვაფენილის ქვიშა-ღორღოვანი მასის გამო მცირდება.

 

 

დღეს ბათუმში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით განცხადება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში ბათუმის მერის მრჩეველმა, ჯაბა ტუღუშმა გააკეთა.

 

 

რაც შეეხება ე.წ. ჭაობის დასახლებას, მისი თქმით, მიმდინარეობს წყალანირების სისტემის რეაბილიტაცია, რის დასრულების შემდეგაც განხორციელდება სანიაღვრე არხების დამონტაჟება და გზის საფარის აღდგენა, რაც არსებულ მდგომარეობას გამოასწორებს.

 

 

„გარდა ამისა, დაგეგმილია სანიაღვრე-სატუმბი ნაგებობის აშენება არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უხვნალექიანობის დროს სანიაღვრე წყლების შეუფერხებელ გატარებას უზრუნველყოფს“,-აღნიშნა ტუღუშმა.

 

 

ბათუმის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „ბათუმის წყალი“, რომლის ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს.

 

 

„შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებს ბათუმის მერი გიორგი ერმკოვი.

 

 

სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.

 

 

ამ დროისთვის შპს „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 45 გამოძახება დაფიქსირდა. ყველა გამოძახებაზე ხდება დროული რეაგირება.

 

 

ძლიერი წვიმის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს და საზოგადოებრივი დანიშნულების ტრანსპორტს. შეზღუდვა არ დაფიქსირებულა წყალმომარაგებაში.

 

 

ამ დროისთვის ბათუმში ისევ წვიმს, თუმცა ქალაქის ქუჩებში წყლები აღარ დგას”, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი