ედუარდ აღასარიანი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში სარიტუალო სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
16-09-2016, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, სარიტუალო სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

 

ამის შესახებ Guardian.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა.

 

 

აღასარიანის ცნობით, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, წელს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული ქორწინების სახლების გარდა, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება და წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციაა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების შესასრულებლად, დაახლოებით, 1 მლნ 164 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

„მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს - ყველა პროექტი დატენდერებულია. ზოგიერთის შემთხვევაში უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და დაწყებულია მუშაობა, ზოგი ისევ ტენდერის პროცესშია და გამოსავლენია გამარჯვებული.

 

 

უკვე მიმდინარეობს ახალქალაქის სოფლებში მდებარე ქორწინების სახლების რეაბილიტაცია. რიტუალების სახლები ფიზიკურად არსებობს, თუმცა, გასარემონტებელია და სწორედ სარემონტო სამუშაოები ხორციელდება ახლა. ტენდერზე იყო ასევე დადებული პროექტი, რომელიც ქორწინების სახლებისთვის ჭურჭლისა და სხვადასხვა ინვენტარის შეძენას გულისხმობს. გამარჯვებული კომპანია უკვე გვყავს, ხელშეკრულება ჯერ არ გაგვიფორმებია, თუმცა, გაფორმდება უახლოეს დღეებში და დაიწყება ამ მიმართელბითაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

 

 

„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გვაქვს პროექტები, რომლებიც შიდა სასოფლო გზების მოხრეშვას ითვალისწინებს. შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს.

 

 

უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციაც. ზოგი პროექტი ისეთია, რომელიც ვთქვათ შარშან დაიწყო და წელს უნდა დასრულდეს. ზოგგან კი თავიდან ბოლომდე ახალი სისტემა გაკეთდება. წყალთან დაკავშირებული სამუშაოები ბოლოსკენ მოვიტოვეთ, რადგან ადგილობრივებს მოგეხსენებათ კარტოფილის ნათესები აქვთ და სანამ მოსავალს არ აიღებენ, ჩვენ გაგვიჭირდება ამ ადგილებში მიწების გადათხრა და კონკრეტული მანიპულაციების ჩატარება. რაც შეეხება რიტუალების სახლების რემონტს, აქ მხოლოდ შიდა სამუშაოებია გასაკეთებელი და ამიტომ ამინდზე დიდ არ ვიქნებით დამოკიდებულნი, შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ ყველა პროექტი ოქტმბრის ბოლოსთვის დასრულდება“, - განუცხადა Guardian.ge-ს ედუარდ აღასარიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი