საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა.
მან ამ პოსტზე ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა, რომელიც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
პრემიერმა შიოლაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბატონი ირაკლი შიოლაშვილი არჩევნებში იღებს მონაწილეობას და გამომდინარე აქედან მან დატოვა გუბერნატორის პოსტი. მინდა წარმოგიდგინოთ კახეთის გუბერნატორის პოსტზე ირაკლი ქაგადიშვილი. ბატონი ირაკლი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. იგი იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი. არჩეული იყო თბილისის საკრებულოს წევრად და ასევე გახლდათ კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი. 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იყო კახეთის მიმართულების კურატორი. მას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება. არის უაღრესად წესიერი ადამიანი და ყველა ჩვენგანი დარწმუნებული ვართ, რომ ძალინ ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი იქნება ამ ძალინ მნიშვნელოვანი მიმართულების ხელმძღვანელი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.