გადაცემა (კლუბი) - "რა? სად? როდის?" წამყვანმა გიორგი მოსიძე განაცხადა, რომ მასთან შედგა მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებაში" მისი და ამ კლუბის მოაზროვნეების გაწევრიანებასთან დაკავშირებით. – გ.მოსიძე:"მოვიდა დრო, რომ მოაზროვნეები ფართოდ მოვიდნენ პოლიტიკაში. მე მზად ვარ, პარტიების დაინტერესების შემთხვევაში მივაწოდო ინფორმაცია და გავუზიარო ჩემი შეხედულებები ამა თუ იმ მოაზროვნის შესახებ". – დიახ, აი ასე! არც მეტი და არც ნაკლები, ბ–ნ მოსიძეს გადაუწყვეტია, რომ "იხსნას" ქართული პოლიტიკური სპექტრი და "დააკომპლექტოს" იგი მის კლუბში, "რა? სად? როდის", "გამოჩეკილი ახალი კადრებით"! "არ ვიცი, თუ ვის ეკუთვნის ინიციატივა "ქართულ ოცნებაში", რომ ისარგებლოს ბ–ნ მოსიძის "საკადრო პოლიტიკური მომსახურებით", მაგრამ ის კი კარგად მახსოვს, რომ ბ–ნი მოსიძე "ერთხელ უკვე იყო პოლიტიკაში", კერძოდ, "ახალი მემარჯვენეების" რიგებში, თუმცა ვერაფრით დაამახსოვრა თავი ამ ამპლუაში, ქართულ საზოგადოებას! მოკლედ, ერთგვარი "დეჟავიუა" და დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ ამ "სიახლეზე", თორემ იმედგაცრუება საკმაოდ მწარეა, მით უმეტეს, რომ "ერთი წუთის განმავლობაში", დასმულ შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემაში გაწაფული მოაზროვნეები, შეიძლება უძლურნი აღმოჩდნენ ურთულესი პოლიტიკური საკითხების წინაშე, თუნდაც არაერთი საათი, დღე და თვე იყოს მათ განკარგულებაში! რატომ? იმიტომ, რომ პოლიტიკა ისეთივე ფუნდამენტურ ცოდნას მოითხოვს, როგორც ნებისმიერი ზუსტი მეცნიერება, იგი ვერ და არ პატიობს, ზედაპირულ "იმწუთიერ ინფორმირებულობას ან შემთხვევით პასუხის გარტყმას", მოცემული პოლიტიკური ამოცანის ამოხსნისას!!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.