ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება.
უკვე 2 საათზე მეტია ასევე დაკითხვაზე იმყოფება მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე.
დაკითხვა მათი სატელეფონო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხება.
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.
სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.