ნუგზარ წიკლაური: „ქართული ოცნების“ დანით შეიარაღებული აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში შეიჭრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრს
16-09-2016, 11:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სოფელ გამარჯვებაში მათი პარტიის საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს თავს დაესხნენ.

 

 

„რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ დანით შეიარაღებული აქტივისტები სოფელ გამარჯვების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში შეიჭრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრ ნიკა მჭედლიძეს. საგულისხმოა, რომ თავდამსხმელები ლაშა ხაჭვანი და გივი ჩილაშვილი „ქართული ოცნების“ ის აქტივისტები არიან, რომლებიც ორი დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატებს ხევდნენ. ამ შემთხვევის პარალელურად თავდამსხმელთაგან ერთ-ერთის, გივი ჩილაშვილის მამა, დაზარალებულ ნიკა მჭედლიძის დას ქუჩაში თავს დაესხა, ის ნაცემია, და ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

 

 

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შეაჩერონ ძალადობა, რომლის ძირითადი ინსპირატორი „ქართული ოცნებაა“. მოვუწოდებ, სასწრაფოდ დააკავონ ლაშა ხაჭვანი, გიული ჩილაშვილი და აგრეთვე გიულის ჩილაშვილის მამა ვაჟა ჩილაშვილი და ამით მაინც დაამტკიცონ, რომ ერთგულები არიან ამ მემორანდუმის მიმართ. თუ ეს ყაჩაღები დარჩებიან დაუსჯელები, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირი ინსპირატორი იქნება იმ ძალადობის, რომელიც ჩვენს ქუჩებსა და პოლიტიკურ სივრცეშია. „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა და მიზანი საარჩევნო პროცესის ჩაშლაა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი