ორშაბათს მე ვისაუბრებ, თუ როგორ მიმდინარეობს ”დემოკრატიული საარჩევნო პროცესები”, - აღნიშნული განცხადება "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ შსს-ს შენობის დატოვების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ორშაბათს ის შეხვდება დიპკორპუსის, მედიის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რის შემდეგაც საარჩევნო გარემოსთნ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
„ასე გაგრძელება არ შეიძლება. მიმდინარეობს ძალიან ცუდი პროცესები. ორშაბათს მე ვისაუბრებ, თუ როგორ მიმდინარეობს ”დემოკრატიული საარჩევნო პროცესები”. ზეწოლა არის ჩვენზე”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძე შსს-ში დაკითხვაზე ორსაათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. დაკითხვა მისი და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრებს უკავშირდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.