შსს: სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა - შესაბამისად, კონფლიქტის მონაწილე არც ერთი პირი დაჭრილი არ არის
16-09-2016, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მოხდარ ინციდენტს განცხადებით ეხმაურება.

 

 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა და არც ერთი პირი არ დაჭრილა.

 

 

„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში რამდენიმე პირს შორის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოხდა ინციდენტი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 125-ე (ცემა) მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირთა გამოკითხვა.

 


გარკვეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ გამარჯვებაში ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს. ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა. შესაბამისად, კონფლიქტის მონაწილე არც ერთი პირი დაჭრილი არ არის. შსს მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ფართო საზოგადოებაში გავრცელებამდე, ინფორმაცია შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ, რათა არ მოხდეს დეზინფორმაციის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სოფელ გამარჯვებაში მათი პარტიის საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ დანით შეიარაღებული აქტივისტები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრ ნიკა მჭედლიძეს.

 

 

პარტიის ინფორმაციით, ამ შემთხვევის პარალელურად თავდამსხმელთაგან ერთ-ერთის, გივი ჩილაშვილის მამა, დაზარალებულ ნიკა მჭედლიძის დას ქუჩაში თავს დაესხა. პარტიის ცნობით, მჭედლიძის და ნაცემია, მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი