ევროკავშირი "კრიტიკულ მდგომარეობაშია", განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრატისლავაში, სადაც ევროპის ლიდერები არიან შეკრებილი იმაზე მსჯელობისთვის, თუ როგორ უნდა აღადგინონ ნდობა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ბლოკის დატოვებას მისცა ხმა. ამის შესახებ BBC წერს.
მერკელმა განაცხადა, რომ მათ უნდა აჩვენონ, რომ შესწევთ ძალა იმისა, რომ გააუმჯობესონ უსაფრთხოების და თავდაცვის მხრივ თანამშრომლობა და ეკონომიკა. მაგრამ ევროკავშირის ქვეყნები ღრმად არიან დაყოფილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიაღწონ ეკონომიკურ ზრდას და გასცენ პასუხი მიგრანტების მოზღვავებულ ნაკადს.
"ჩვენ გვესაჭიროება გამოსავალი ევროპისთვის და ჩვენ ვართ კრიტიკულ მდგომარეობაში", განაცხადა მერკელმა ბრატისლავაში ჩასვლის შემდეგ.
"ერთი სამიტით ევროპის ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტ. ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ ვაჩვენოთ, რომ უკეთესად შეგვიძლია უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხების წარმართვა და ტერორიზმთან ბრძოლა", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.