”არც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” არც ”ქართულ ოცნებასთან” არც ერთ შემთხვევაში არ ვიქნებით არავითარ კავშირში. მე რომ მდომოდა ვყოფილიყავი რომელიმე ამ პარტიასთან, აუცილებლად დავდგებოდი და გვერდში დავუდგებოდი, რაღა საჭირო იყო პარტიის ჩამოყალიბება?!", - განაცხდა "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკაში შემოსვლამდე ის ყველასთვის მისაღები ადამიანი იყო, თუმცა ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ის პოლიტიკაში შემოვიდა.
”ორი თვის წინ, სანამ პარტია ჩამოყალიბდებოდა მე ვიყავი უსაყვარლესი ადამიანი. ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე განათლებული, ყველაზე საყვარელი და როგორც კი გამოვაცხადე, რომ პოლიტიკაში შემოვედი, გავხდი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, ყველაფრის მკადრებელი. მე მზად ვიყავი, რომ ეს მომესმინა და მიმეღო, ოღონდ ჩვენს ქვეყანას ეშველოს”, - განაცხადა პაატა ბურჭუალძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.