„მე ჩემს თავს „მეხანძრესაც“ კი ვუწოდებდი, მაგრამ ყველა ხანძარი ვერ ჩავაქრე და უფსკრული ვერ ამოვავსე. ეს ვერ შევძელი და ამას ვნანობ“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
უსუფაშვილი უფლებამოსილების ამოწურვამდე იმ საკითხებზე საუბრობს, რისი გაკეთებაც ვერ მოასწრო. მისი აზრით, ეს იყო თემები - "წარსულის პრობლემები, რომლებიც ახლაც არ გვაძლევს მოსვენებას, მათი მოგვარების, დამნაშავის დასჯის, საპატიებლისთვის პატიების საშუალებას".
"გადაწყვეტილების მიღებასთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს მივედით, მაგრამ ვერ მოხერხდა სამოქალაქო თანხმობის მიღწევა ამ პარლამენტის მეშვეობით.
ჩვენ გვქონდა ორი ამოცანა – ქვეყანა იმ რეჟიმისგან უნდა გაგვეთავისუფლებინა და უნდა გაგვემთლიანებინა ხალხი და საზოგადოება. იმ რეჟიმისგან ქვეყანა გავათავისუფლეთ, მაგრამ ხალხი ვერ გავაერთიანეთ. პირიქით, უფსკრული უფრო გაიზარდა და აგრესია იმდენად დიდია, რომ ერთმანეთის ატანა და მოსმენა არ შეუძლიათ.
მივიღეთ გაყოფილი საზოგადოება და ამ გაყოფილში რომელ მხარეს რამდენია, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არცთუ გადამწყვეტი. მთავარია, რომ დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანა არის ძალიან სერიოზულად შუაზე გაყოფილი.
ჩვენ შექმნის პროცესში მყოფი სახელმწიფო ვართ და ასეთი დაყოფა სერიოზულად ნეგატიური შედეგის მომტანია. ეს ვერ შევძელი და ამას ვნანობ. მე, პირადად, ვცდილობდი და ჩემს თავს „მეხანძრესაც“ კი ვუწოდებდი, მაგრამ ყველა ხანძარი ვერ ჩავაქრე და უფსკრული ვერ ამოვავსე. და ეს ამ არჩევნების დროს კიდევ უფრო ცხადი ხდება. მაგრამ იმედია, რომ მომავალ პარლამენტში შესული ხალხი დაინახავს, რომ პოლიტიკის ამოცანა უფსკრულის გაჩენა კი არა, ამ უფსკრულის ამოვსება და ხიდის გადებაა", - განაცხადა უსუფაშვილმა "ფაქტ-მეტრთან" საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.