"ძალიან ბევრი მაგალითია, თუ რა ემართება იმ ერებს, რომლებიც რუსებს არ ელაპარაკებიან დიპლომატიის ენით"
24-02-2015, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მთავარი სამშობლოა და მსოფლიო ისტორიის მანძილზე იმის ძალიან ბევრი მაგალითია, თუ რა ხდება და რა ემართება იმ ქვეყნებსა და ერებს, რომლებიც რუსებს არ ელაპარაკებიან დიპლომატიის ენით", განუცხადა ჟურნალისტებს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

"ვინც ადევნებს თვალს ჩემ განცხადებებსა და მოვლენების განვითარების დინამიკას, დამეთანხმება, რომ იგივე ადამიანები, იგივე პოლიტიკური ძალები, რომლებიც მე ანათემას გადამცემენ ხოლმე, ჩემს სიტყვებს იმეორებენ. მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზი ან განცხადება იყო დროული, ადეკვატური და ერთადერთი სწორი. მე არაერთგზის მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვისაუბროთ პირდაპირი დიალოგის მეშვეობით აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ რუსებთან მოლაპარაკების გარეშე, რუსეთის პოზიტიური წვლილის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება ვერანაირი პროგრესი. მთავარი სამშობლოა და მსოფლიო ისტორიის მანძილზე იმის ძალიან ბევრი მაგალითია, თუ რა ხდება და რა ემართება იმ ქვეყნებსა და ერებს, რომლებიც რუსებს არ ელაპარაკებიან დიპლომატიის ენით და ცდილობენ ძალის ან შანტაჟის ენით დაელაპარაკონ.

 


იმედი მაქვს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მაინც იქნება ჭკუის სასწავლებელი ნამდვილი პატრიოტებისათვის, რომლებიც თუნდაც ცდებოდნენ, ხოლო ვინც დაკვეთებს ასრულებს და მართლა "პაგონები" აქვთ და კონკრეტული სახელმწიფოების ინტერესებს აყენებენ საქართელოს ინტერესებზე მაღლა, იმ ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტება არასოდეს არ იქნება ის, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი