მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ფანჯრიდან შემოყვანას ხელს არ შევუწყობ, არც ახლა და არც მომავალ პარლამენტში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
უსუფაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" არ ჰგონია იმაზე უარესი გახდეს, რომ სხვასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე იფიქრონ.
"რად უნდა იმას საუბარი, რომ „ოცნებასთან“ ერთად დავამარცხეთ სააკაშვილის მანიაკალურ-ავტორიტარული რეჟიმი და ახლა ეს კაცი ისევ ფანჯრიდან აპირებს შემოძრომას და ახლა მას ამაში რომ ჩვენ არ მივეხმარებით, ეს სრულიად ცხადი და ცალსახაა. არა მგონია, „ოცნება“ იქამდე მივიდეს, რომ იმაზე უარესი გახდეს, რომ ვთქვათ – რადგან ეს იმაზე უარესია, მოდი, სხვასთან ვითანამშრომლოთ.
მაგრამ, ზოგადად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პოლიტიკა არ არის ადგილი, სადაც ანგელოზებს ვეძებთ. ჩვენ იმ მოცემულობიდან უნდა ამოვიდეთ, რომ ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება და წარმოვიდგინოთ, რომ იქნებ ვერც ერთი ვერ შედის პარლამენტში. ამიტომ ჩვენ იმ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ და ის კონკრეტული ოთხი წელი, ხალხმა როგორც გადაწყვიტა, ამის მიხედვით უნდა ვიაროთ....
კიდევ გეუბნებით – მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ფანჯრიდან შემოყვანას ხელს არ შევუწყობ, არც ახლა და არც მომავალ პარლამენტში. დათო ბაქრაძესთან კი, მაგალითად, ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მექნება, მაგრამ ეს პიროვნებებზე ხომ არ დაიყვანება?! გვითხრას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რას აპირებს და ვნახოთ", - განაცხდა დავით უსუფაშვილმა "ფაქტ-მეტრთან" საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.