თბილისის საქალაქო სასამართლო ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავასა და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლის ზურაბ ჭელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულები შეეცდებიან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, მტკიცებულებების განადგურებას და თავს აარიდებენ სასამართლოში გამოცხადებას.
პროკურორის ინფორმაციით, გარდა ქრთამის აღებისა, კრიმინალური პოლიციის უფროსს გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.