გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები; აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ კერძო ბიზნესმენმა საქმე აწარმოოს. საქართველოს ყველა წერტილში თანაბრად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ხელმისაწვდომი, - განაცხდა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ლანჩხუთის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ნინო წილოსანი წარუდგინა და მათ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის - ქვეყნის სივრცითი მოწყობის შესახებ ესაუბრა.
“გუშინ, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი რეფორმების განვითარების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება - ეს არის ქვეყნის სივრცითი მოწყობის ანუ ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა. უნდა ვთქვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია ასეთი ამბიციური, ასეთი მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა, რომელიც დროის მოკლე პერიოდში, ანუ შემდეგი 4 წლის განმავლობაში გულისხმობს საქართველოს გადაქცევას თვისობრივად ახალ ქვეყნად. გეოგრაფიული მდებარეობა, აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ისევე ხელმისაწვდომი, როგორც ეს არის დღეს ქალაქებში. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ცხოვრების დონე არის განსხვავებული ქალაქებში და სოფლად. სოფლად არის დიდი გაჭირვება და სწორედ ამ გეგმის მეშვეობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ 4 წლის განმავლობაში მოვახდენთ ნამდვილი ეკონომიკურ გარღვევას და მნიშვნელოვნად შეიცვლება სოფლად ცხოვრების დონე. სწორედ ეს არის ჩვენი მომავლის გეგმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება," - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ და საერთო მიზნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი, საერთო მიზნების გარშემო, მთელი საზოგადოება, მათ შორის ისინი, რომლებიც დღეს სხვაგვარად ფიქრობენ, დარწმუნებული ვარ ჩვენთან ერთად დადგებიან და მთელი საქართველო ერთად, დღეიდან 4 წლის თავზე დავდებთ სერიოზულ შედეგს. ეს შედეგი იქნება - ახალი საქართველო საუკეთესო ტრადიციებით, ეროვნული ფასეულობებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, თანამედროვე განათლების სისტემით და მთავრობით,რომელიც იქნება თითოეული ადამიანის საჭიროებაზე ორიენტირებული," - განაცხადა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონს, ლანჩხუთელ გიორგი ჩოთაძეს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.
" მინდა მივესალმო ჩვენს ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონს გიორგი ჩოთაძეს, რომელმაც საქართველოს სახელი გაიტანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით," - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.